ყველაფერი მოხდა…

ყველაფერი მოხდა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო და მეც მივხვდი, რომ ვერაფერს შევცვლიდი, საკუთარი თავის ჩათვლით. უბრალოდ დავჯდებოდი და დავწერდი იმაზე, რომ ადამიანები ვერ გაურბიან ბედისწერას, ვიმღერებდი იმაზე, რაზეც ყველა მღერის.’

little hug, little smile….

little hug, little smile….

მტკივნეულია რამდენ ადამიანს ვკარგავთ, იმ მარტივი მიზეზით რომ თანადგომა არ შეგვიძლია. არ შეგვიძლია ზეიმი მოვუწყოთ ბავშვებს, რომლებსაც ჭირდებათ იცოდნენ – ჩვენ მათზე ვფიქრობთ, არ შეგვიძლია გულით გავუღიმოთ დილას მეზობელს თუნდაც იმიტომ რომ დღეს უბრლო სამშაბათია. ვინ იცის რამდენი დავკარგეთ ამით?!… და მერე ვინანეთ, ძალიან ვინანეთ. რატომღაც ამაზე გოდერძი ჩოხელი გამახსენდა… “როცა გზაზე ადამიანები …ხშირად აღარ დადიან, გზამაც მოწყენა იცის. თანდათან ბელტდება და ვიწროვდება. მერე კი სულაც ნაგზევი ხდება და ემატება იმ სიტყვებს, როგორიცაა: ნასოფლარი, ნასაყადრი, ნაფუძარი, ნაცოლარი, და ვინ იცის, კიდევ რამდენი სიტყვა შეემატოს ამ სიტყვებს, ვინ გაიგებს, როგორ ქარს ქაოუბერავს ზენაარი დედამიწაზე, თ ადამიანები საერთოდ დაივიწყებენ ისეთ სიტყვას, როგორიცაა – სიყვარული” და ბოლოს, გულით მჯერა, რომ თუ ცოტათი მაინც დავიჯერებთ ერთმანეთის ძალას, სასწაულებს, მზის ძალას და გულწრფელ გაღიმებას, თუ დღეში ერთხელ მაინც ავიხედავთ ცაში და გავიფიქრებთ “შეჭამა თუ არა ბატკანმა ვარდი” , დამიჯერე, დავინახავთ, როგორ შეიცვლება ყვე ლა ფე რი!…

“მილიონობით ნიღ…

“მილიონობით ნიღაბს ვიზომავთ და ბოლოს ყველაზე ყალბს, ყველაზე უხეშს, ყველაზე მახინჯს ამოვირჩევთ და ისე გეწებება ეს ოხერი, რო კანიანად გინდა აიდღლიზო სახიდან, მაგრამ ვაი, რომ აღარ შეგწევს ამისი ძალა და ღონე…”

ნ.დ.

  •    „გამაიმუნებული ადამიანის ცნობა გაცილებით ადვილია, ვიდრე კაცად ქცეული მაიმუნისა, მამაო იორამ. ამას წინათ ხოოპარკიდან სამი მაიმუნი გაქცევიათ. მილიციის უფროსს სასწრაფოდ მოუწვევია ოპერატიული ჯგუფი და სხდომა ჩაუტარებია, თუ როგორ შეეპყროთ გაქცეული მაიმუნები, ცოტა სიტყვა გაგრძელებია, მაშინ ერთ-ერთი მილიციელი ამდგარა და უფროსისთვის უთქვამს: – ამხანაგო პოდპოლკოვნიკო, ცოტა სიტყვა შეამოკლე თორემ ის მაიმუნი ხალხში გაერევა და ჩემ ფეხებს ვიპოვითო“.
  • „-ეს, ჩემო თემო, გაუმარჯოს კაცს, რომელიც ღამით დადის და კაცს დაეძებს, ეს გაუმარჯოს კაცს, რომელიც ღამით ზის და კაცს ელოდება. მერე გაუმარჯოს კაცს, რომელსაც ღამით არ სძინავს, ზოგს იმიტომ რომ არ ეძინება, ზოგს იმიტომ, რომ ეძინება, მაგრამ არ უდნა დაიძინოს. ეს კი, ორთავე დღეს ელოდება. ჰოდა გაუმარჯოს ღამეს, რომელიც თენდება“
  • „-მე არ ვიცი რაზე ფიქრობს გულიკო. იგი დაყრდნობილია მოაჯირზე და თბილისს გასცქერის. ჩემთვის სულერთია რაზე ფიქრობს გურამი, მაგრამ არ არის სულერთი – რაზე ფიქრობს გულიკო. მე მინდა გულიკო იმაზე ფიქრობდეს, რაზეც მე, ზუსტად იმაზე თუ არა მსგავს რამეზე მაინც“.
  • „მზე სასწაულია,- დაიწყო მან დმილის შემდეგ. მზე სასწაულია, მაგრამ შენ არ გინახავს ნამდვილი მზე.. მზით დამწვარი უსაზღვრო ტრამალი.. მზით დამწვარი ქვა, მიწა, ხე, ქვიშა, გამხმარი ხახა, გამხმარი ტვინი. არის წუთები ცხოვრებაში, როცა მზე გეზიზღება და უცქერ მზის ჩასვლას მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ჩადის. და გიხარია მისი ჩასვლა, რათა ხელმეორედ აღარ ამოვიდეს, ისეთი ულმობელი, როგორიც მაშინ“
  • „ლექსი ადამიანივით არის შვილო, რამდენი კაცია, ხელიც აქვს, ფეხიც, ყურიც ცხვირიც, თვალიც, ყველაფერი თავის ადგილზე, მაგრამ კაცი არ არის, უყურებ ადამიანია, ნამდვილი ადამიანი, გაიცნობ და არ არის ადამიანი, რაღაც აკლია, ამიტომ ცხოველია, პირუტყვი. შენ არ გეწყინოს შვილო და შენს ლექსებსაც ის რაღაც აკლია, რაც ქაღალდზე  არ ჩანს და არ იწერება“.
  • „ახლგაზრდობა ჩვენი იმედია, იარაოს ახალგაზრდობამ ვიწრო და მოკლე კაბაში, ოღონდ იკითხოს წიგნი, უყვარდეს ერი, წვეყანა, სამშობოლო; ეკეთოთ საყურე გოგონებს, ეკეთოთ ბეჭდები, ოღონდ კარგი დედები იყვნენ და სწამდეთ სიკეთე და პატიოსნება. იჩხუბოს ბარამიძემ, ოღონდ იჩხუბოს საქმისთვის. და ის თუ ვიღაცამ კაცი მოკლა და ვიღაცამ მაღაზია გაქურდა არ არის ეროვნული ტრაგედია, ეროვნული ტრაგედია ის არის, რომ ამის მეტი ვერაფერი დაინახო…“
  • „იგი წავიდა ნელი ნაბიჯებით. ისე გაიარა ამ ღმერთკაცმა მთელი რესტორანი, არავის არ შეუმჩნევია და მე ისევ შემეცოდა ღმერთი, კაცში ჩასახლებული ღმერთი, რომელიც ისე ახლობელია, ისე ჰგავს ადამიანს, ისე ხელშესახებია და ისე უბრალო, რომ არავის სჯერა მისი ღმერთობა. გალაკტიონმა გაიარა რესტორანი და ქუჩაში გავიდა“.
  • “-დედაშენი არის ღმერთი. შენ რომ ზიხარ და უყურებ, ისიც რომ გიყურებს, შენ რომ დედას ეძახი და ის შვილოს გეძახის ამიტომ შენ გგონია, ღმერთი არ არის? შენ ღმერთი ვინ გგონია? წვერებიანი ბაბუა? ღრულებზე ზის და პირს რომ იბანს, წვიმა მოდის? ღმერთი ისეთი ნათელია, ისეთი ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ვერ წარმოგიდგენია, რომ ღმერთია, ამაშია ღმერთის უბედურება, ამიტომ არ სწამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა. ამაშია საქმე!… ღმერთი მაშინ უნდა იწამო ღმერთის სახე, რომ არ აქვს, რომ არ გავს ღმერთს, რომ არ გეუბნება ღმერთი ვარო, პურს, რომ გიყოფს, სადილს, რომ გიკეთებს, ტანზე რომ გაცმევს, თავზე რომ გახურავს, გიღიმის და გეფერება, გკოცნის და ტირის შენი გულისთვის, კვდება შენი გულისთვის, ცივა, წყურია შენთან ერთად, სულს აძლევს ეშმაკს შენი გულისთვის, მაშინ უნდა იწამო!..”