გზაზე…

აზრზე ხარ, რამდენი რამის გაკეთება და რამდენი რამის დაწერა შეიძლება?!
კაცმა რომ თქვას, რა იქნება, ჩანაწერებით რომ დავიწყო, ყოველგვარი ლიტერატურული დოგმების და იმ დამთრგუნველი გრამატიკული წესების გაუთვალისწინებლად…

მხოლოდ გიჟებს ვთვლი ადამიანებად, ვისაც სიგიჟემდე უნდა, იცხოვროს, ვინც შეშლილივით გელაპარაკება, ვისაც გაგიჟებით უნდა, შეამჩნიონ და თან ყველაფერს დახარბებულია, ყველაფერი ერთბაშად უნდა, რომ მიიღოს. ისინი არასოდეს ამთქნარებენ მოწყენილობისაგან და არც გაცვეთილი ფრაზებით ლაპარაკობენ. მხოლოდ იწვიან, იწვიან, იწვიან რომაული ყვითელი სანთლებივით და მერე ფეთქდებიან, რათა ვარსკვლავებს ობობას ქსელისმაგვარი შუქი მოაფრქვიონ.

ფეხებზე მკიდია ყველაფერი, სანამ ამ გოგოს დათრევა შემიძლია და იმისიც, რაც ფეხებშუა აქვს…

ხომ იცით, ავტოსტოპის ყველაზე დიდი უბედურება იძულებით ლაპარაკია. უამრავ ხალხთან გიხდება მუსაიფი, მხოლოდ იმიტომ, რომ არ იფიქრონ – ეს რა შეცდომა დავუშვი, ეს რამ ჩამასმევინაო. გინდა-არ გინდა, მათი გამრთობი ხდები, რაც ძალიან დამღლელი რამაა, მით უმეტეს, თუ ღამის გასათევად სასტუმროში გაჩერებას არ აპირებ და შეუსვენებლად უნდა იარო.

_ ფული გაქვს? _ არ მაქვს, ეს ოხერი.
_ ფულის შოვნას რა უნდა. რამდენი, ადვილად რომ გაგასულელებინებს თავს.

_ იმედი მაქვს, სადაც მიდიხარ, იქ ბედნიერი იქნები.
_ რაღაცას მოვახერხებ, სულ ასე არ ვჯახირობ?

მსოფლიოში ყველაზე მაგარი გოგო გავიცანი და ამაღამ „ლომის ბუნაგში“ მიმყავს.

მე ყოველთვის ვაძლევ მეორე შანსს, მაგრამ მესამეს _ არასოდეს.

ცხოვრება დღითიღე რთულდება. მეტი რა გზაა, როგორც შევძლებთ, უნდა მოვერიოთ, ეს არის და ეს.

გული მეტკინა – სასურველი გოგო ყოველთვის რატომღაც საპირისპირო მხარეს მიდიოდა ხოლმე.

აბა, რა კაცი ვიყავი, საკუთარი ტრაკისთვის ვერ მიმეხედა და სხვებზე როგორღა ვიზრუნებდი?

ჩაბნელებულ ცას ავხედე და ღმერთს შევევედრე, გადმომხედე, ღმერთო, მომეცი შანსი, იმ პატარა ადამიანებს, ვინც მიყვარს, რამეში გამოვადგე-მეთქი. ზემოდან ყურებაც არ მომაქციეს. უნდა იცოდე, ვის რა სთხოვო.
თორმეტი ნაბიჯი რომ გადავდგით, ორივე მოვტრიალდით, სიყვარული ხომ დუელია და ბოლოჯერ შევხედეთ ერთმანეთს.

ისეთი დაკავებული იყო იმხანად, რომ სინდისის ქენჯნისთვის ვერ იცლიდა.

დავყიალებდი ასე. ცხოვრებას ვსწავლობდი.

რატომ უნდა იდარდო წინასწარ, როცა ოქროს მიწა გაქვს გასავლელი, უამრავი, ჯერ არნახული ამბავი ჩასაფრებულა, რომ გაგაოცოს და გაგახაროს, რადგან ცოცხალი ხარ და ყველაფერს ხედავ.

ახლა გადმოვიდეთ, მდინარეს შევერიოთ, ხალხში გავერიოთ და სამყაროს შევიცნობთ!

ვგრძნობდი, რომ ის, რასაც თეთრი სამყარო მთავაზობდა, არ იყო საკმარისი სრულყოფილი ექსტაზისთვის: არც ცხოვრების, არც სიხარულის, არც სიბნელის, არც მუსიკის, არც ღამისთვის.

საწყალი, საწყალი დინი – თავად ეშმაკიც კი ასე არ დაცემულა იდიოტიზმამდე.

მუსიკოსმა უნდა შეძლოს, გზა გაუხსნას სხვების ფიქრებს.

ჯერ კიდევ დიდი გზა გვქონდა გასავლელი. მერე რა, გზა ხომ ცხოვრებაა.

სამყაროს ფსკერი ოქროსია, სამყარო კი თავდაყირა დაგას.Image

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s