დათო ტურაშვილი – კურკა :))

მისი ნამდვილი სახელი არ ვიცოდი, მიუხედავად იმისა, რომ ანა-მარიამი ხშირად ახსენებდა ხოლმე და ვიცოდი მხოლოდ ის, რომ ანას ჯგუფელი იყო საბავშვო ბაღში.

   პირველად ვნახე დამამთავრებელ ზეიმზე, სადაც ანაკომ მრავალმნიშვნელოვნად დამპატიჟა და კურკას გაგაცნობო,- დამპირდა. კურკა მართლა ლამაზი ბიჭი აღმოჩნდა, როგორც ანასგან ვიცოდი და ზეიმზე ეცვა თეთრი ჩოხა. ერთად დააყენეს ზეიმის ბოლოს და სურათი გადაუღეს. მერე ის სურათი ანა-მარიამმა თავის ოთახში გააკრა კედელზე და მერე ზაფხულიც მოვიდა .

   ზაფხულში კურკა არ უნახავს, მაგრამ რამდენჯერმე სევდიანად, ძალიან სევდიანად ახსენა და სექტემბერში სირდაპირ მითხრა – კურკა მომენატრაო. კურკა სხვა სკოლაში შეიყვანეს და ოქტომბერში ანა-მარიამმა ისევ შემახსენა – კურკასთან წაყვანას რომ დამპირდი, როდის შემისრულებო. უკვე ნოემბერი იყო, როცა სხვა გზა აღარ მქონდა, დაპირება უნდა შემესრულებინა და კურკას სანახავად ტაქსით წავედით. ანაკოს ისეთი ბედნიერი სახე ჰქონდა, კინაღამ საკუთარი შვილის შემშურდა თეთრი, გულწრფელი შურით და კურკას მშობლებს კი ჩვენი სტუმრობა მართლა ძალიან გაუხარდათ. მშვენივრადაც გვიმასპინძლეს, სანამ ბავშვები თამაშობდნენ და უკვე წამოსვლისას, კარგა ტკბილად რომ დამღალა გემრიელმა ღვინომ, წიგნების თაროზე ის ფოტო შევნიშნე, ჩვენც რომ გვქონდა სახლში და ანაკოს და კურკას ბაღის დამამთავრებელ ზეიმზე რომ გადაუღეს. უფრო სწორედ, ჩავთვალე, რომ ის ფოტო იყო და წიგნების თაროსთან, კმაყოფილი სახით, ახლოს მივედი. მაგრამ სურათს დავაკვირდი თუ არა, მოულოდნელობისგან გამოვფხიზლდი კიდეც, რადგან ამ ფოტოზე თეთრჩოხიან კურკასთან ერთად სულ სხვა გოგო იყო გადაღებული. ალბათ, ინსტიქტურად, ანაკოს რომ არ შეემჩნია, სურათი წიგნებს შორის შევაცურე და მერე დიდხანს აღარც დავრჩენილვართ – მასპინძლებს დავემშვიდობეთ და ფეხით გავუყევით ყვითელი ფოთლებით სავსე ქუჩას. 

გზაში ბევრი ვიფიქრე და სწორედ მაშინ, როცა გადავწყვიტე, რომ ანაკომ ის ფოტო ვერ შეამჩნია,

 

უცებ გამაჩერა , ხელი მომკიდა ძალიან ფრთხილად და ძალიან ფრთხილად მითხრა:

 

 

-არა უშავს, მა…

 

 

 

გვიანი შემოდგომა იყო და ციოდა, მაგრამ ჩვენ მაინც ფეხით მივუყვებოდით ქუჩას და არაფერი,

არაფერი არ მინდოდა სიკვდილის გარდა… Image

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s