ჩარლის გამონათქვამები

Image

” -ახლოდან დანახული ცხოვრება ტრაგედიაა, შორიდან კი უფრო კომედიას ჰგავს”

” -ჩემი გულის ტკვილი შეიძლება იყოს ვინმეს სიცილის მიზეზი, მაგრამ ჩემი სიცილი არასოდეს იქნება ვინმეს გულის ტკენის მიზეზი”

” -ვერასდროს იპოვი ცისარტყელას თუკი მუდამ მიწას დაჰყურებ”

” -ქალს შეუძლია ნებისმიერი მილიარდელი მამაკაცი მილიონერად აქციოს”

” -ხელოვნება სანამ ცაში ასაფრენად ფრთებს უბოძებდეს ადამიანს, ჯერ ფეხებში ურტყამს”

” -შენი გაშიშვლებული სხეული იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც შენს გაშიშვლებულ სულს შეიყვარებს”

:^^ :* 

***

10009443_741487635897863_1827593926_n

(music for feel.. )

სიგარეტი რომ გაქვს და ასანთი

- არა,

ეგ არის ცხოვრება.

თუ მკითხავ,

როგორ უნდა დავაღწიოთ თავი

სევდას,

გიპასუხებ,

რომ ეს შეუძლებელია.

მე ის კაცი ვარ,

ვინც მშვენივრად იცის,

სად არის ფონი,

მაგრამ მაინც იძირება.

მე არ ვარ ანგელოზი,

მე ვარ დამნაშავე.

მე ვარ დამნაშავე,

რომ არ მჯერა უმუშევართა,

უპატრონოთა, უსახლკაროთა

იმედების…

არ მჯერა, რომ მათ ვინმე

შეეხმიანება.

არ მჯერა, რომ რამე

გამოჩნდება.

ის, რაც არ მიყვარს, მძულს

და მწამს,

რომ ეს არანაკლები სიყვარულია.

703518_309323279199590_1387093488_o

მუზა

Originally posted on :

შემომხედე და წაიკითხე ჩემს სახეზე ჩემი ისტორია.

***

სიგიჟე ამ დიდ შრამზე დაგტყობია შუბლს რომ გიმშვენებს. ჯერ არასდროს მინახავს ასეთი უშნო თვალები, დიდი და მუდამ ფართოდ გახელილი, გამოგხედავენ და თითქოს სულს გაცლის სხეულიდანო, მერედა მათი ფერი, ყველაზე ხშირი – შავი ფერი. ისეთი ჩაცვენილი ლოყები გაქვთ კოცნის სურვილს დაუკარგავს ადამიანს. უმანკოება ტუჩებს სიფერმკრთალეზე დასტყობიათ. თუმცა, თქვენც გაქვთ რაღაც ღირებული. აი, ეს წელამდე დაშვებული კულულები, როგორც პარიზელ ბოშა ესმერალდას. ფროლოს რომ შეეძლოს ახლა თქვენი დანახვა, რწმენაზე ხელს აიღებდა. ერთადერთ წმინდანს აღიარებდა ამქვეყნად და ეს თქვენ იქნებოდით. შენც სწორედ ესმერალდასავით ცეკვავ მოედანზე, ჩემო მუზავ. მოულოდნელად მოდიხარ, მერე ასევე ქრები და ასე დაუსრულებლად. განა ვინმეს ჰყოლია შენნაირი უშნო მუზა? იქნებ პოს, მაშინ როცა “შავ კატას” წერდა? შენ არც კი გიყვარს მოსმენა, როგორ ვუკრავ “ზამთარს” ვიოლინოზე. ისე ჭმუხნი ხოლმე წარბებს, თითქოს შენ უკრავდე პირველ გამოცდაზე და არა მე – შენთვის.

905lovegold_5_905

შენ არც კი არსებობ, არც ფროლოა პარიზელი, მეტიც – არც ჩემი მეზობელი. ვის არ მოაბეზრებ…

View original 116 more words

გზაზე…

აზრზე ხარ, რამდენი რამის გაკეთება და რამდენი რამის დაწერა შეიძლება?!
კაცმა რომ თქვას, რა იქნება, ჩანაწერებით რომ დავიწყო, ყოველგვარი ლიტერატურული დოგმების და იმ დამთრგუნველი გრამატიკული წესების გაუთვალისწინებლად…

მხოლოდ გიჟებს ვთვლი ადამიანებად, ვისაც სიგიჟემდე უნდა, იცხოვროს, ვინც შეშლილივით გელაპარაკება, ვისაც გაგიჟებით უნდა, შეამჩნიონ და თან ყველაფერს დახარბებულია, ყველაფერი ერთბაშად უნდა, რომ მიიღოს. ისინი არასოდეს ამთქნარებენ მოწყენილობისაგან და არც გაცვეთილი ფრაზებით ლაპარაკობენ. მხოლოდ იწვიან, იწვიან, იწვიან რომაული ყვითელი სანთლებივით და მერე ფეთქდებიან, რათა ვარსკვლავებს ობობას ქსელისმაგვარი შუქი მოაფრქვიონ.

ფეხებზე მკიდია ყველაფერი, სანამ ამ გოგოს დათრევა შემიძლია და იმისიც, რაც ფეხებშუა აქვს…

ხომ იცით, ავტოსტოპის ყველაზე დიდი უბედურება იძულებით ლაპარაკია. უამრავ ხალხთან გიხდება მუსაიფი, მხოლოდ იმიტომ, რომ არ იფიქრონ – ეს რა შეცდომა დავუშვი, ეს რამ ჩამასმევინაო. გინდა-არ გინდა, მათი გამრთობი ხდები, რაც ძალიან დამღლელი რამაა, მით უმეტეს, თუ ღამის გასათევად სასტუმროში გაჩერებას არ აპირებ და შეუსვენებლად უნდა იარო.

_ ფული გაქვს? _ არ მაქვს, ეს ოხერი.
_ ფულის შოვნას რა უნდა. რამდენი, ადვილად რომ გაგასულელებინებს თავს.

_ იმედი მაქვს, სადაც მიდიხარ, იქ ბედნიერი იქნები.
_ რაღაცას მოვახერხებ, სულ ასე არ ვჯახირობ?

მსოფლიოში ყველაზე მაგარი გოგო გავიცანი და ამაღამ „ლომის ბუნაგში“ მიმყავს.

მე ყოველთვის ვაძლევ მეორე შანსს, მაგრამ მესამეს _ არასოდეს.

ცხოვრება დღითიღე რთულდება. მეტი რა გზაა, როგორც შევძლებთ, უნდა მოვერიოთ, ეს არის და ეს.

გული მეტკინა – სასურველი გოგო ყოველთვის რატომღაც საპირისპირო მხარეს მიდიოდა ხოლმე.

აბა, რა კაცი ვიყავი, საკუთარი ტრაკისთვის ვერ მიმეხედა და სხვებზე როგორღა ვიზრუნებდი?

ჩაბნელებულ ცას ავხედე და ღმერთს შევევედრე, გადმომხედე, ღმერთო, მომეცი შანსი, იმ პატარა ადამიანებს, ვინც მიყვარს, რამეში გამოვადგე-მეთქი. ზემოდან ყურებაც არ მომაქციეს. უნდა იცოდე, ვის რა სთხოვო.
თორმეტი ნაბიჯი რომ გადავდგით, ორივე მოვტრიალდით, სიყვარული ხომ დუელია და ბოლოჯერ შევხედეთ ერთმანეთს.

ისეთი დაკავებული იყო იმხანად, რომ სინდისის ქენჯნისთვის ვერ იცლიდა.

დავყიალებდი ასე. ცხოვრებას ვსწავლობდი.

რატომ უნდა იდარდო წინასწარ, როცა ოქროს მიწა გაქვს გასავლელი, უამრავი, ჯერ არნახული ამბავი ჩასაფრებულა, რომ გაგაოცოს და გაგახაროს, რადგან ცოცხალი ხარ და ყველაფერს ხედავ.

ახლა გადმოვიდეთ, მდინარეს შევერიოთ, ხალხში გავერიოთ და სამყაროს შევიცნობთ!

ვგრძნობდი, რომ ის, რასაც თეთრი სამყარო მთავაზობდა, არ იყო საკმარისი სრულყოფილი ექსტაზისთვის: არც ცხოვრების, არც სიხარულის, არც სიბნელის, არც მუსიკის, არც ღამისთვის.

საწყალი, საწყალი დინი – თავად ეშმაკიც კი ასე არ დაცემულა იდიოტიზმამდე.

მუსიკოსმა უნდა შეძლოს, გზა გაუხსნას სხვების ფიქრებს.

ჯერ კიდევ დიდი გზა გვქონდა გასავლელი. მერე რა, გზა ხომ ცხოვრებაა.

სამყაროს ფსკერი ოქროსია, სამყარო კი თავდაყირა დაგას.Image

დათო ტურაშვილი – კურკა :))

მისი ნამდვილი სახელი არ ვიცოდი, მიუხედავად იმისა, რომ ანა-მარიამი ხშირად ახსენებდა ხოლმე და ვიცოდი მხოლოდ ის, რომ ანას ჯგუფელი იყო საბავშვო ბაღში.

   პირველად ვნახე დამამთავრებელ ზეიმზე, სადაც ანაკომ მრავალმნიშვნელოვნად დამპატიჟა და კურკას გაგაცნობო,- დამპირდა. კურკა მართლა ლამაზი ბიჭი აღმოჩნდა, როგორც ანასგან ვიცოდი და ზეიმზე ეცვა თეთრი ჩოხა. ერთად დააყენეს ზეიმის ბოლოს და სურათი გადაუღეს. მერე ის სურათი ანა-მარიამმა თავის ოთახში გააკრა კედელზე და მერე ზაფხულიც მოვიდა .

   ზაფხულში კურკა არ უნახავს, მაგრამ რამდენჯერმე სევდიანად, ძალიან სევდიანად ახსენა და სექტემბერში სირდაპირ მითხრა – კურკა მომენატრაო. კურკა სხვა სკოლაში შეიყვანეს და ოქტომბერში ანა-მარიამმა ისევ შემახსენა – კურკასთან წაყვანას რომ დამპირდი, როდის შემისრულებო. უკვე ნოემბერი იყო, როცა სხვა გზა აღარ მქონდა, დაპირება უნდა შემესრულებინა და კურკას სანახავად ტაქსით წავედით. ანაკოს ისეთი ბედნიერი სახე ჰქონდა, კინაღამ საკუთარი შვილის შემშურდა თეთრი, გულწრფელი შურით და კურკას მშობლებს კი ჩვენი სტუმრობა მართლა ძალიან გაუხარდათ. მშვენივრადაც გვიმასპინძლეს, სანამ ბავშვები თამაშობდნენ და უკვე წამოსვლისას, კარგა ტკბილად რომ დამღალა გემრიელმა ღვინომ, წიგნების თაროზე ის ფოტო შევნიშნე, ჩვენც რომ გვქონდა სახლში და ანაკოს და კურკას ბაღის დამამთავრებელ ზეიმზე რომ გადაუღეს. უფრო სწორედ, ჩავთვალე, რომ ის ფოტო იყო და წიგნების თაროსთან, კმაყოფილი სახით, ახლოს მივედი. მაგრამ სურათს დავაკვირდი თუ არა, მოულოდნელობისგან გამოვფხიზლდი კიდეც, რადგან ამ ფოტოზე თეთრჩოხიან კურკასთან ერთად სულ სხვა გოგო იყო გადაღებული. ალბათ, ინსტიქტურად, ანაკოს რომ არ შეემჩნია, სურათი წიგნებს შორის შევაცურე და მერე დიდხანს აღარც დავრჩენილვართ – მასპინძლებს დავემშვიდობეთ და ფეხით გავუყევით ყვითელი ფოთლებით სავსე ქუჩას. 

გზაში ბევრი ვიფიქრე და სწორედ მაშინ, როცა გადავწყვიტე, რომ ანაკომ ის ფოტო ვერ შეამჩნია,

 

უცებ გამაჩერა , ხელი მომკიდა ძალიან ფრთხილად და ძალიან ფრთხილად მითხრა:

 

 

-არა უშავს, მა…

 

 

 

გვიანი შემოდგომა იყო და ციოდა, მაგრამ ჩვენ მაინც ფეხით მივუყვებოდით ქუჩას და არაფერი,

არაფერი არ მინდოდა სიკვდილის გარდა… Image

ერთ კუნძულზე ცხოვრობდა მსოფლიოში არსებული ყველა გრძნობა და ერთ მშვენიერ დღეს გრძობებს გამოუცხადეს, რომ მათი კუნძული იძირება. ყველამ უცებ მოამზადა ნავები და გასცურეს. მხოლოდ სიყვარული დარჩა კუნძულზე უკანასკნელ მომენტამდე. როცა კუნძული თითქმის დაიფარა წყლით, სიყვარული შველას ითხოვდა.ახლომახლო დიდებული ნავით ჩაიარა განცხრომამ. სიყვარულმა თხოვნით მიმართა მას: განცხრომავ, ამიყვანე გეთაყვა შენსნ

ავში? არა, – უპასუხა განცხრომამ – ჩემს ნავზე იმდენი სიკეთეა,რომ ადგილი აღარ მაქვს!სიყვარულმა გადაწყვიტა მიემართა თხოვნით სხვა ლამაზ ნავში მჯდომისთვის: პატივმოყვარეობავ, ამიყვანე გეთაყვა შენს ნავში? არაფრით არ შემიძლია დაგეხმარო სიყვარულო, შენ მთლად სველი ხარ და დამისვრი ჩემს ლამაზ ნავს! უპასუხა პატივმოყვარეობამ.შორიახლო გასცურა მწუხარებამ. მწუხარებავ ნება მომეცი შენთან ერთად წამოვიდე, -ოჰ სიყვარულო, მე ძალიან დამწუხრებული ვარ, მინდა, მარტო დავრჩე.მაშინ სიყვარულმა დაუძახა ბედნიერებას, მაგრამ ის იმდენად აღრფთოვანებული იყო თავისი ბედნიერებით, რომ ვერც გაიგონა სიყვარულის ძახილი.უცებ მოესმა ხმა: სიყვარულო! მე აგიყვან ჩემს ნავზე. ეს იყო მოხუცი. სიყვარული იმდენად აივსო სიხარულით, რომ დაავიწყდა სახელი ეკითხა მისთვის. როცა ისინი ნაპირს მიუახლოვდნენ, მოხუცი თავისი გზით წავიდა. როცა სიყვარული მიხვდა, რამდენად დავალებული იყო მოხუცისგან, სხვა მოხუცს, ცოდნას მიმართა: ვინ დამეხმარა მე? ეს იყო დრო. უპასუხა ცოდნამ. დრო? მაგრამ რატომ დამეხმარა დრო? ცოდნამ გაიღიმა და უპასუხა:

იმიტომ რომ მხოლოდ დროს შეუძლია შეაფასოს, თუ რამდენად დიდებულია ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი …

 

Image

გულით…

- არ იდარდო , მერე რა თუ ცუდად ხარ , გგონია რომ მარტო ხარ, )) მერე რა თუ , მთელი გულით გინდა რაღაც მოხდეს და არ ხდებაა, )) მერე რა თუ თავს ვერ იკავებ და ყველაფერზე ნერვები გეშლება )) მერე რა თუ გენატრება საყვარელი ადამიანი და ეს მონატრება არაფერს ცვლის )) მერე რა თუ ხანდახან სახლიიდან გასვლაც არ გინდა )) მერე რა თუ ძლისი წინ ფიქრები არ გასვენებს , მერე რა თუ ოცნებობ სიზმრები ახდნენ მაგრამ არ ხდებიან )) მერე რა თუ ეხლა ძალიან გიჭირს და ვერავინ გიგებს , ყველაფერი წარმავალია, შენი ცუდად ყოფნაც ” წარმავალია ” ;-)) გახსსოვდეს რომ ყველაფერი საუკეთესო , მოულოდნელად ხდებაა )) გახსოვდეს რომ როოგორც ღამეს დღე, ისე ცუდს კარგი ყოველთვის მოსდევს )) ბედნიერებაა ძალიან ახლოსაა , უბრალოდ გაიღიმე )) და გახსოოვდეს რომ, ღმერთი ყოველთვის შენთანაა , და როცა დაინახავს როგორ გულით გწადია რაღაც აუცილებლად დაგეხმარება შენი ოცნების ახდენაში !!

“ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი”

” მე და პეგიმ ბევრი ვიკითხეთ “სამედიცინო ლექსიკონი”. ეს მისი საყვარელი წიგნია. პეგი სხვადასხვა დაავადებების სახელწოდებებითაა გატაცებული. აინტერესებს, მომავალში რომელთან გამკლავება მოუწევს. მე კი ვეძებე სიტყვები, რომლებიც მაინტერესებდა: სიცოცხლე, სიკვდილი, ღმერთი რწმენა. არ დაიჯერებ, მაგრამ ვერ ვიპოვე შევნიშნავ: -ეს იმის ნათელი დასტურია, რომ არც სიცოცხლე, არც სიკვდილი, არც რწმენა, და არც შენ (ღმერთი) ავადმყოფობები არ ხართ! “